აშშ-ის საელჩო-ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად გადაქცევის დიდი პოტენციალი აქვს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომლიდანაც ევროპის მიმართულებით არაერთი რეისი სრულდება, სატრანსპორტო ჰაბად გადაქცევის დიდი პოტენციალი აქვს - ამის შესახებ საუბარია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
“ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს… შეერთებული შტატები მზად არის ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს. ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვმუშაობთ რა თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვაზე, მარკეტინგის გაძლიერებასა და თანამშრომლების მომზადებაზე”, – წერია საელჩოს განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ თუ ქუთაისის აეროპორტი სატრანსპორტო ჰაბად გადაიქცევა, ის სარგებელს მოუტანს დასავლეთ საქართველოს ფერმერებს.