ქუთაისის აეროპორტში ჭერი ჩამოიშალა, ყველა რეისი გაუქმებულია-რა ვითარებაა ამ დროისთვის

ქუთაისის აეროპორტში წვიმამ ჭერი ჩამოშალა, გავრცელებული ინფორმაციით დატბორილია აეროპორტი.

ქუთაისის აეროპორტში ჭერი ჩამოიშალა, ყველა რეისი გაუქმებულია-რა ვითარებაა ამ დროისთვის

რა სახისაა დაზიანება და დაშავდა თუ არა ვინმე, დეტალები უცნობია.

შემთხვევიდან მალევე, ქუთაისის აეროპორტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ყველა რეისი გაუქმდა, განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა. უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა.

ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული. ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას.

აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი – ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას”, – ნათქვამია
განცხადებაში.