დღეს კუს ტბის საბაგირო გაიხსნა
უწყების ცნობით, საბაგიროს დაკეტვის მიზეზი გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები იყო.
საბაგიროს ერთი გონდონი 10-12 ადამიანს იტევს. ჭავჭავაძის გამზირირიდან კუს ტბამდე საბაგიროთი გადაადგილება 6 წუთშია შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საბაგიროთი მგზავრობის ტარიფი, ერთ გზაზაე 1 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ახლა შემოდგომას, საბაგიროთი კუს ტბაზე ასვლა მეტად სასიამოვნოა, ვინაიდან აჭრელებული ტყისა და ლამაზი ხედებით დატკბობას შეძლებთ.