კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ამილახვრის ციხე-დარბაზი $1.5 მილიონად იყიდება – მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ მყიდველი უნდა იყოს ქართველი

XVII საუკუნით დათარიღებული ციხე რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალაში მდებარეობს და 1.5 მილიონ დოლარადაა შეფასებული იყიდება. ისტორიული ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს განეკუთვნება. მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ მყიდველი უნდა იყოს ქართველი.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ამილახვრის ციხე-დარბაზი $1.5 მილიონად იყიდება – მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ მყიდველი უნდა იყოს ქართველი

ამასთან, ისტორიული ობიექტი განახლებას საჭიროებს და იმისთვის, რომ ფუნქციური სახე დაუბრუნდეს, დაახლოებით, 1 მილიონი დოლარის ინვესტირებაა საჭირო.

აღნიშნული ინფორმაცია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პორტალმა DazHomes-მა სოციალურ ქსელში განათავსა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 18 915 კვ.მ. მიწის ფართობი და მასზე განთავსებული ამილახვრის ციხე კერძო საკუთრებაა.

“ისტორიული ობიექტი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე გასხვისდება. ისტორიული ღირებულება და არქიტექტურული ბრწყინვალება კი, იდეალურ კანდიდატად აქცევს მუზეუმისთვის, კულტურული ცენტრისთვის ან ექსკლუზიური ღონისძიებების ადგილისთვის”, – ასე აღწერს აქტივს DazHomes-ი.