კახა კალაძე-წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ერთ ნაწილს რეაბილიტაცია უტარდება
წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, ძეგლის რეაბილიტაციით 75 ოჯახის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება.
„წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ერთ ნაწილს რეაბილიტაცია უტარდება, მეორე ნაწილი კი ჩამოინგრა და თავიდან აშენდა. წლის ბოლოს მთლიანად, თავისი რემონტით უნდა იყოს დასრულებული სამუშაოები. 75 ოჯახი ელოდება ამ პროექტს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძეგლების რეაბილიტაცია და განახლება. ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ დედაქალაქში და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროცესს. ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელსაც სჭირდება გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა. ბევრი ძეგლია დედაქალაქში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. გვინდა, რომ ეტაპობრივად განვაახლოთ და ეს სიმდიდრე შევუნარჩუნოთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამ დროისთვის, შენობას ჩაუტარდა კონსტრუქციული გამაგრებისა და ფასადის რესტავრაციის სამუშაოები, ასევე მოეწყო აივნები და ხის კარ-ფანჯარები. ითვალისწინებს შენობის სახურავის აღდგენას, სახურავის წყალსაწრეტი სისტემის მოწყობას, ეზოში არსებული ხის აივნების, კიბეებისა და შუშაბანდების რესტავრაციას, სახურავზე არსებული შუქფარნების რესტავრაციას, ეზოში არსებული ლითონის კიბეების რესტავრაციას, დაზიანებული ლითონის ორფრთიანი ჭიშკრის რესტავრაციას, სადარბაზოს ხის კარების რესტავრაციას, ელექტრომომარაგების ქსელის განახლებას, როგორც შიდა, ასევე გარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მოწესრიგებას, ეზოს კეთილმოწყობას.