თბილისის მსგავსად, ბათუმის მოსახლეობისათვის ქაოსური განაშენიანება, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ბულვარში აშენებულ პირველ შენობას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე... ყველა ცდილობდა ბათუმის უნიკალურ ბულვარში მოეპოვებინა სივრცე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება

უკონტროლო განაშენიანების პარალელურად, ბათუმელები კარგავდნენ იმ სივრცეებს, სადაც ხშირად დადიოდნენ და ისვენებდნენ, ხოლო მაშინ როდესაც სანაპიროზე ადგილი აღარ დარჩა, დეველოპერები აქტიურად შეესივნენ მიმდებარე უბნებს. ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ურბანული პოლიტიკა სრულად მორგებულია მხოლოდ მენაშენეთა ინტერესებზე, რამაც ბათუმი ურბანული კატასტროფის წინაშე დააყენა.

გარდა იმისა, რომ ქალაქში აღარ დარჩა დასასვენებელი სივრცეები, საპარკინგე ადგილები, ასევე პრობლემებია ვენტილაციის მხრივ, ზიანდება ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები, რითიც ბათუმი ერთ დროს თავს იწონებდა – სწორედ ისინი წარმოადგენენ ბათუმის სავიზიტო ბარათს. პარალელურად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში შეუსაბამოდ მაღალი შენობები აიგო, რამაც ბათუმს მნიშვნელოვნად შეუცვალა იერსახე.

ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები, გამართლება კი ისაა, რომ ისინი აღდგენას აღარ ექვემდებარება. ისმის კითხვები – რატომ არ შეიძლება ამ შენობების აღდგენა განადგურებამდე? თუ ეს ერთვარი ხრიკია, ძველის განადგურება ახლის ასაშენებლად? რით ვერ მივედით იმ აზრამდე, რომ ქალაქის განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ჭრილში უნდა მოხდეს?!

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება

ერთი ქუჩის მაგალითიც საკმარისია, რომ იცოდე ბათუმის რიგ ქუჩებზე ხელის ხლება და მისი იერსახის შეცვლა დანაშაულია, აქ ხომ ყველა შენობა კულტურული მემკვიდრეობაა, რაც გაფრთხილებას და აღდგენას საჭიროებს და არა ნგრევას. მათ გარემოცვაში მაღალი კოშკურა, რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს, შეუსაბამო და უსახური მონსტრი იქნება.

Kalaki.ge მემედ აბაშიძის გამზირზე არსებულ იმ სახლებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა ეპოქის არქიტექტურულ წესებს არ არღვევენ და საერთო ურბანულ ლანდშაფტს ქმნიან. კადრებზე ასახული სახლების უმრავლესობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლია, თუმცა არავინ იცის რა ბედი ელით მათ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება

აბაშიძის #8-ში არსებული თურქეთის გენერალური საკონსულო ორსართულიანი აგურით ნაგები შენობა გახლავთ, რომელიც 1892 წელს, ძმები ჩილინგარიანების მიერ აიგო. სხვადასხვა სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტების გამოყენებით სახლი თავისი დეკორატიული შემკულობით, ეკლექტურ ხასიათს ატარებს. ძირითადად ესაა კლასიცისტური სტილი, რომელშიც ბაროკული და მოდერნის სტილის დამახასიათებელი ელემენტებია გამოყენებული. შენობის კიდეები მცირედ შვერილი რიზალიტებითაა გამოყოფილი, რომლებშიც შესასვლელებია გაჭრილი – მარცხნივ სადარბაზოში შესასვლელი, ხოლო მარჯვენაში ჭიშკარი. სართულები ერთმანეთისგან კბილანებიანი ფრიზითაა გამიჯნული. პირველი სართულის კუთხეები და სარკმლის თაღოვანი მოჩარჩოება რუსტირებულია, ხოლო დანარჩენილი ადგილები აგურითაა ამოყვანილი. შენობას წყვეტილი პარაპეტი აქვს, რომლის ქვით ნაგები ნაწილებიც ერთმანეთს ლითონის აჟურული მოაჯირით უკავშირდება. მაღალი ოსტატობით ნაგები სახლი, მჭიდროდ ზის ქუჩის განაშენიანებაში. სახლის მხატვრული სახის აღქმაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე განსხვავებული ფაქტურის, ფერისა და სხვადასხვა ტიპის მასალის გამოყენება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება

აბაშიძის #9-ში მდებარე მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმის შენობა, XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. ის ერთ დროს სასტუმრო “რივიერა” იყო, რომლის მეპატრონეც იყო ვინმე იოსიფიდი. სახლში სიცოცხლის გარკვეული პერიოდი (1918-21 წ.) ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ მემედ აბაშიძემ გაატარა. 1992 წლიდან შენობის ნაწილში კი მისი სახელობის სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს. თავად ორსართულიანი შენობის კიდურა, მარჯვენა ნაწილი მცირედად შვერილი რიზალიტითაა გამოყოფილი, რომელშიც სადარბაზოში შესასვლელია გაჭრილი; ეზოში შესასვლელი გვირაბი კი – ფასადის ცენტრში. როგორც ბათუმის შენობათა დიდმა ნაწილმა, ამ სახლის პირველმა სართულმაც გვიანდელი გადაკეთების შედეგად დაკარგა თავდაპირველი სახე. ამჟამად, ეს სართული სრულიად სადაა. მხოლოდ სადარბაზოში შესასვლელ სწორკუთხა ღიობს შემოუყვება რუსტირებული მოჩარჩოება. შენობის მეორე სართული, ნაძერწი დეტალებითა და სხვადასხვა პროფილის მქონე ელემენტებითაა შემკული. აქ გვხვდება როგორც ლომის თავის გამოსახულება, ასევე ჭაბუკის თავისა და რიგ ნაწილებში მათი სრული ფიგურებიც. მეორე სართულზე სხვადასხვა პერიოდის ლითონის აჟურულ მოაჯირებიანი და გადახურვიანი აივნებია მოწყობილი. 2-სართულიანი შენობა კლასიცისტურ-ბაროკულ სტილშია გადაწყვეტილი. ის თავისი პროპორციითა და გაბარიტით ქუჩის მჭიდრო განაშენიანებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე გამოირჩევა მაღალი სამშენებლო ოსტატობითა და დეკორატიული ელემენტების დახვეწილი გამოყენებით.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება

აბაშიძის #10-ში არსებული შენობა თავისი მდებარეობით, მასშტაბითა და გაბარიტებით დომინანტის როლს თამაშობს უბნის საერთო მხატვრულ გადაწყვეტაში. ის მნიშვნელოვანი და საინტერესოა თავისი გამორჩეული გეგმარებითი კომპოზიციით. სახლი მოდერნის სტილის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. მანსარდის სარკმლის ქვემოთ ნაძერწ მცენარეულ დეკორში სახლის აშენების თარიღი და წარწერაა მოცემული: “ANNO 1912”. მოგვიანებით შენობის პირველ სართულს, გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. ის დღეს დიდი შემინული ვიტრინების ღიობებითაა დანაწევრებული. მეორე სართულის სარკმლებიც მართკუთხა ფორმისაა. ამ ფასადზე ყველა დეკორატიული ელემენტი სიბრტყობრივადაა გადაწყვეტილი და სხვადასხვა ფერის გამოყენებითაა ამეტყველებული. სარკმლის ზემოთ მცენარეულ ორნამენტებიანი მართკუთხა პანელებია ჩასმული. შენობა ნახევარწრიული მოყვანილობის პარაპეტის კედლებით სრულდება, რომლებიც ერთმანეთთან ლითონის აჟურული მოაჯირებითაა დაკავშირებული.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება

აბაშიძის #16-ში არსებული სახლი, სავარაუდოდ, XIX საუკუნის ბოლოსაა აგებული. სახლის 8 ოთახი ეკუთვნოდა ვინმე ნიკიფორიდისს. პირველ სართულზე კი ძმებ პოპოვებს ჰქონდათ მაღაზია გახსნილი, სწორედ მათი ინიციატივით ჩამოიყვანეს ბათუმში ჩინელი ლიუ ძიუნ ჯოუ, რომელმაც ჩაის კულტურა შემოიტანა აჭარაში. ორსართულიან შენობას რამდენიმე წლის წინ სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, რომლის დროსაც შენობამ სახე იცვალა, შენობის მთელს გაყოლებაზე დაემატა მანსარდა და, რატომღაც, შეღებილ იქნა ნარინჯისფრად. სახლის ქუჩის ფასადი უხვადაა მორთული კლასიცისტურ-ბაროკული სტილისთვის დამახასიათებელი დეკორატიული ელემენტებით. პირველი სართული შედარებით სადადაა გადაწყვეტილი და დიდი ღიობებით გახსნილი. რაც შეეხება მეორე სართულს, აქ კიდურა ნაწილებზე ერკერებია გადმოკიდული. შენობას პარაპეტი აქვს, რომელიც სახლის განაპირა მხარეებში ბაროკული დეკორით შემკული მრუდხაზოვანი არქიტექტურული ფორმებითაა გამშვენებული. ახლა ამ პარაპეტის უკან მანსარდაა ამოყვანილი. სახლი მნიშვნელოვანია როგორც ეკლექტური, კლასიცისტური და ბაროკული სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტების ერთ ნაგებობაზე შერწყმის კარგი მაგალითი. საფასადო დეკორი გემოვნებითაა გადაწყვეტილი.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება

აბაშიძის #22-ში ბაროკალურ სტილში აგებული შენობა დიდი ზომის, 3-სართულიან კუთხის ნაგებობას წარმოადგენს. სახლი 1903-1904 წლებში აშენდა და ბათუმის სათათბიროს დეპუტატის, ნიკოლოზ საბაევის საცხოვრებელს წარმოადგენდა. შენობა როგორც ძველი ფოტო-მასალიდან ჩანს თავდაპირველად 2-სართულიანი იყო, რომელსაც მესამე სართული მოგვიანებით დაადგეს. წყაროების თანახმად ცნობილია, რომ შენობაზე არსებული ტიტანების ფიგურები XX საუკუნის 10-იან წლებში ქუთაისიდან ბათუმში ჩამოსული, იმ დროისათვის ცნობილი მოქანდაკის სერაფიმე პოლოლიკაშვილის მიერაა შექმნილი. მასშტაბური ნაგებობა ორი ქუჩის შესაყარზეა აღმართული. ცენტრალური კარი კ. გამსახურდიას ქუჩის მხრიდან ფასადის ცენტრშია გაჭრილი, ხოლო მ. აბაშიძის მხრიდან კიდისკენაა ჩაწეული. პირველი რუსტირებული სართული სადაა და მართკუთხა სარკმლებითაა დანაწევრებული. მეორე და მესამე სართულთა ფასადებზე მართკუთხა და თაღოვანი კარ-სარკმელთა ღიობებია გაჭრილი, რომლებიც რიგ ადგილებში კორინთული ნახევარსვეტებით, ხოლო ზოგან კი პილასტრებითაა გამშვენებული. გარდა ამისა, მესამე სართულისთვის, რომელიც შედარებით მოგვიანებით დააშენეს, შეწყვილებული თაღოვანი და მართკუთხა სარკმლებია გამოყენებული, რომლებიც სხვა სართულთაგან განსხვავებით შედარებით ვიწროა. უხვად გამოყენებული პლასტიკური დეკორიდან ასევე აღსანიშნავია, თაღოვან სარკმელთა ცენტრში ქალის თავის მცირე და რიზალიტების ზემოთ არსებულ პარაპეტთა შუაში მამაკაცის თავის დიდი სკულპტურული გამოსახულებები. შენობა არა მხოლოდ ორი ქუჩის, არამედ ზოგადად ქალაქის განაშენიანებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მას მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება გააჩნია.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება

აბაშიძის 25-ში კი ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა დგას. XIX საუკუნის 70-90-იან წლებში, ბათუმი საქართველოს ერთ-ერთ სამრეწველო და სავაჭრო ცენტრად გადაიქცა. სასაქონლო ფულადი ურთიერთობის, კაპიტალისტური წარმოების და ვაჭრობის განვითარების პირობებში თანდათან იზრდებოდა საბანკო კაპიტალის, კრედიტის მნიშვნელობა. ბათუმში გაიხსნა სამაზრო ხაზინა, სახელმწიფო ბანკის ბათუმის განყოფილება, ხოლო 1890 წლის 20 თებერვალს თბილისის კომერციული ბანკის განყოფილება. ბანკისთვის აშენდა სპეციალური შენობა დონდულოვო კორსაკოვისა (ახლა -კონსტანტინე გამსახურდიას) და მარინსკის პროსპექტის (ახლა მემედ აბაშიძის გამზირი) კვეთაზე. ბანკი ორგანიზებას უწევდა სასაქონლო-სასესხო ოპერაციებს. გირაოდ ღებულობდა უძრავ-მოძრავ ქონებას და კრედიტებს უხსნიდა ნავთის მრეწველ-ექსპორტიორებს. მისი კლიენტები ნავთობის პროდუქტებს გზავნიდნენ დასავლეთ ევროპის დიდ ქალაქებსა და სხვა მნიშვნელოვან სავაჭრო-სამრეწველო ცენტრებში. თბილისის კომერციული ბანკის მეანაბრე მრავალი ბათუმელი გახდა. 1922 წელს მოხდა ბანკის შენობის ნაციონალიზაცია. საბჭოური პერიოდიდან მას იგივე ფუნქცია შეუნარჩუნდა. ჯერ იყო სახელმწიფო ბანკის ბათუმის განყოფილება, შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის ბათუმის განყოფილება. 2010-2011 წლებში შენობას ჩაუტარდა დიდი რეკონსტრუქცია. მას კოშკურა მიაშენეს და ორივე ქუჩის მიმართულებით შეიცვალა-გადახალისდა. კოშკში დამონტაჟდა ციფრული საათი.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება

აბაშიძის #27-ში არსებულ ორსართულიან, კლასიცისტური სტილის საცხოვრებელ სახლზე 2008-10 წლებში მოეწყო მაღალი მანსარდა. ნაგებობის რუსტირებული ფასადი მკაცრად სიმეტრიულია. დასახსრულია თანაბარი სიგანის სამი თხელი რიზალიტით. შუაში მაღალი მართკუთხა სადარბაზოს შესასვლელია, ხის მოხარატებული ორფრთიანი კარითა და ზევით დასრულებული მარტივი ფრონტონით, რომლის კუთხეებში მოწყობილია ლარნაკები. მარცხენა რიზალიტში შიდა ეზოს გვირაბია თაღოვანი შესასვლელითა და ლითონის ცხაურიანი ჭიშკრით. მარჯვნივ მომცრო კარია. ნაგებობა დაბალ ცოკოლზე დგას. ორივე სართულზე მარტივად მოჩარჩოებული მართკუთხა სარკმლებია. სადარბაზოს კედლები და ჭერი მდიდრულად არის მორთული ნალესი დეკორაციული შემკულობით. იატაკი მოგებულია გეომეტრიულ და მცენარეულ ნახატიანი ფერადი ფილებით. სახლს აქვს შიდა დახურული ეზო, რომლის ფასადი ასევე სიმეტრიული იყო. შუაში კიბის უჯრედია რიზალიტურად ნაშვერი გალესილი კედლით, მართკუთხა კარით, მოჩარჩოებული სარკმლით და ვიტრაჟით გაფორმებული ლუნეტით. გვერდებზე ღია აივნები იყო გამართული, რომლებიც ამჟამად უსახურად არის ამოშენებული. ამ სახლში ცხოვრობდა საქართველოს სახალხო არტისტი ნაზი კეჭაღმაძე.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება

და ბოლოს, აბაშიძის #32-ში არსებული სახლი გრძელი ფასადებით მ. აბაშიძისა და ნ. დუმბაძის ქუჩებზე გადის, ვიწრო თითო ღიობის მომცველი ფასადით კი მათ კვეთას მონიშნავს. სართულებს ერთმანეთისგან მაღალი, პროფილირებული კარნიზი გამოჰყოფს. პირველ სართულს მშვილდთაღოვანი ღიობების რიგი გაუყვება. ფანჯრებს რიტმულად ენაცვლება ვიტრინები და კარები. მეორე სართულს სწროკუთხა ფანჯრების უწყვეტი რიგი მიუყვება. აქ წარმოდგენილია მცენარეული სამკაულით უხვად ორნამენტირებული პანოები, გირლანდებით შემკული საჭექი ქვები, ქალებისა და პანების თავები. შენობის დამასრულებელი პარაპეტი ქვის რიკულებითა და დაბალი ბოძებით არის შედგენილი. ბოძებზე ლარნაკები დგას.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თანდათან შეცვლილი იერსახით – შენობები, რომლებიც “თანამედროვე კოშკურებს” ეწირება

რეკონსტრუქციის შემდეგ სახლის ავთენტური სახე ძალიან შეილახა. უსახურია შენობის ეზოს მხარეს გამავალი ნაწილი. ზურგის კელდები ბლოკით არის ამოყვანილი და მთლიანად ახალია.