კულტურული მემკვიდრეობის მქონე კედლის უცნაური კარი-სოციალურ ქსელში ძველ თბილისში გადაღებული კადრი ვრცელდება
ძველ თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, ქორწინების სახლის გვერდით, გალავანი, რომელიც საუკუნეებს ითვლის გამოჭრილია და მასში თანამედროვე კარია ჩასმული. ერთ-ერთი სოციალური ქსელის მომხმარებელი პოსტს აქვეყნებს.
“ისტორიული ძეგლების ესე დახვრეტის უფლებას არიგებენ თუ რახდება ? კოლმეურნეობაზე ხდება ეს ქორწინების სახლთან. არ მახსენდება აქ ესე ყოფილიყო. თუ ვცდები მაპატიეთ.”-წერს სოციალურ ქსელში ბექა თაბაგარი და საკუთარ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. თბილისელები, პოსტს აკომენტარებენ, რომ აქამდე მსგავსი კარი კედელს არ ჰქონდა და სავარაუდოდ ეს შესასვლელი უკან მდებარე სასტუმროს უნდა ეკუთვნოდეს.