რა ბედი ელის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებს

დედაქალაქის საკრებულომ დღეს, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულების პროექტი დაამტკიცა.

რა ბედი ელის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებს

როგორ უნდა განხორცილდეს პროექტი, ისე რომ დედაქალაქის ისტორიულმა ნაწილმა არ დაკარგოს იერ-სახე და რაც მთავარია მაცხოვრებლებისთვისაც მისაღები იყო შემოთავაზებული ალტერნატივა? ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობა ბევრს მსჯელობდა და საბოლოოდ ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ორი ახალი პროგრამა შემუშავდა.

პირველი პროგრამით, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნესსექტორი ჩაერთვება, უშუალოდ პროექტის შედგენას, ხარჯთაღრიცხვასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.

რაც შეეხება მეორე პროგრამას, დედაქალაქის მერიის ცნობით ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით თბილისის მერიამ უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების პროგრამა 2024 წლიდან დაიწყება.