₾17.2 მლნ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციისთვის – თბილისის მერია ტენდერს აცხადებს
როგორც წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, საუბარია ქუჩის პროექტირება და რეაბილიტაციაზე. სამუშაოების ღირებულება 17.2 მლნ ლარია. შესყიდვაზე წინადადებების მიღება 2023 წლის 10 მაისს დაიწყება და 15 მაისს დასრულდება.
სახელმწიფო შესყიდვას თანდართული აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტენსივობის სქემაც. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, უნივერსიტეტის ქუჩაზე (ანჯაფარიძის ქუჩიდან ახალ სპორტის სასახლემდე) დღის პერიოდში ერთი მიმართულებით მოძრაობს 12 მეტრიანი ავტობუსი (350-ჯერ), 8 მეტრიანი ავტობუსი (70-ჯერ), მიკროავტობუსი (112-ჯერ).
საპროექტო მოცულობით ქუჩაზე უნდა გაიაროს 18 მეტრიანმა ავტობუსმა (600-ჯერ), 12 მეტრიანმა ავტობუსმა (200-ჯერ), 8 მეტრიანმა ავტობუსმა (200-ჯერ), მიკროავტობუსმა (40-ჯერ).
თუმცა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ ნაცვლად 18 მეტრიანი ავტობუსებისა, შესაძლოა ქუჩაზე ორსახსრიანმა 24-25 მეტრის ავტობუსებმა იარონ. ამ შემთხვევაში მოცემულ მონაკვეთს ავტობუსი გაივლის 350-ჯერ.