პარლამენტის მიმდებარედ 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა – რა გაკეთდა და რა მდგომარეობა იყო რეაბილიტაციამდე

9 აპრილის ქუჩა, სადაც საქართველოს პარლამენტია განთავსებული წლებია რეაბილიტაციას საჭიროებდა. გარდა ამისა მალე დაიწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც რუსთაველის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს, ამიტომ 9 აპრილის ქუჩის მოწესრიგება მნიშვნელოვან პირველ ეტაპს წარმოადგენს მასშტაბული პროექტის დაწყებამდე.

პარლამენტის მიმდებარედ 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა – რა გაკეთდა და რა მდგომარეობა იყო რეაბილიტაციამდე

„პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა. იცით, რომ სამომავლოდ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების შესრულება მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ტროტუარები მოწესრიგდა, გაფართოვდა, დამონტაჟდა ლედ სანათები,
ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აღსანიშნავია, რომ 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე,
სარეაბილიტაციო პერიოდში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა აღდგა და გადაადგილება კვლავ ცალმხრივად არის დასაშვები. რაც შეეხება ჩიტაძის ქუჩას, მოძრაობის სქემა აღდგენილია პირვანდელი სახით და ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელია ჭონქაძის ქუჩიდან ინგოროყვას ქუჩის მიმართულებით.