თბილისის ქუჩები სადაც სამი თვით რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება და როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

თბილისში 15 ივნისიდან დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება. კერძოდ, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსი ეწყობა, რის გამოც ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. სააგენტოს ცნობით, მოძრაობა სრულად აიკრძალა ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით.

თბილისის ქუჩები სადაც სამი თვით რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება და როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

„ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ამავე ქუჩაზე მოძრავ N464 მიკროავტობუსს. ასევე, ჩაკეტილ მონაკვეთზე გადაადგილდებიან საჯარიმო სადგომზე და სასწრაფო დახმარების ობიექტამდე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები.

შეზღუდვის პერიოდში, თამარაშვილის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ჩოლოყაშვილის გზატკეცილისა და ტერიტორიაზე არსებული გვირაბის გამოყენებით. საპირისპირო მიმართულებით, გმირთა მოედნის მხრიდან თამარაშვილის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ იმავე მარშრუტით – გვირაბისა და ჩოლოყაშვილის გზატკეცილის გამოყენებით.

შეზღუდვა 15 ივნისიდან სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.