დედაქალაქის ქუჩები ფოტოგამოფენის სივრცედ გადაიქცა – თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე ბილბორდებზე ფოტონამუშევრები გამოიფინა

თბილისის ქუჩები საგამოფენო სივრცედ გადაიქცა, თბილისის სხვადასხვა უბანში 47 ბილბორდზე, ოთხი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის - ანა ფატლაძის, სანდრო ხუციშვილის, გიორგი შენგელიას და საბა გორგოძის ფოტონამუშევრებია წარმოდგენილი.

დედაქალაქის ქუჩები ფოტოგამოფენის სივრცედ გადაიქცა – თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე ბილბორდებზე ფოტონამუშევრები გამოიფინა
დედაქალაქის ქუჩები ფოტოგამოფენის სივრცედ გადაიქცა – თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე ბილბორდებზე ფოტონამუშევრები გამოიფინა
დედაქალაქის ქუჩები ფოტოგამოფენის სივრცედ გადაიქცა – თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე ბილბორდებზე ფოტონამუშევრები გამოიფინა
დედაქალაქის ქუჩები ფოტოგამოფენის სივრცედ გადაიქცა – თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე ბილბორდებზე ფოტონამუშევრები გამოიფინა

პროექტს „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ ახორციელებს, რომლის მიზანიც ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, საჯარო სივცეში გამოფენაა. ფონდის მიერ კიდევ ორი პროექტი ხორციელდება კერძოდ ვარკეთილში, მეორე მიკრორაიონის ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე, განთავსდა ზურა ჯიშკარიანის ლიტერატურული ტექსტი, ლადო ლომიტაშვილის ძალიან საინტერესო არქიტექტურული დიზაინით.