ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

27 ნოემბრიდან 20 დეკემბრის განმავლობაში, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე პერიოდში, წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.

შეზღუდვის პერიოდში, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები ცალმხრივად იმოძრავებენ, ვ. თოფურიძისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, მ. მაჭავარიანისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით.

აღსანიშნავია, როომ მ. მაჭავარიანის ქუჩიდან ვ. თოფურიძის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მ. მაჭავარიანისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვ. თოფურიძისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით, მ. მაჭავარიანის, ვ. თოფურიძის შესახვევისა და ვ. თოფურიძის ქუჩების გამოყენებით.