გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე 1-ელი დეკემბრიდან ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
თბილისში, გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოების გამო, 1-ელი დეკემბრიდან ავტომობილების გადაადგილება სამი დღის განმავლობაში შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი აბაშვილის, გიორგი აბაშვილის ქუჩისა და მიხეილ გახოკიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზისა და მიხეილ გახოკიძის ქუჩების გამოყენებით.