ქუჩა ტროტუარის გარეშე-რას წერს ტოლსტოის ქუჩის მაცხოვრებელი
დედაქალაქში ტროტუარები თანდათან ვიწროვდება, ბევრი მიზეზის გამო დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გავლაც კი შეუძლებელი ხდება. ამის მაგალითი კი პოსტია, რომელსაც მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს და თან ვიდეოს ავრცელებს.

“ეს არის ტოლსტოის ქუჩა,არცერთი ტროტუარი არაა მოწესრიგებული,ყოველდღე მიწევს ეტლით გავლა რისკის ფასად შუაგზაზე ან კიდევ ტროტუარებზე ეტლის ხტუნაობით.შენობა ჩამოიშალა წელიწადზე მეტია და ასე უპატრონოდ გდია.სასტუმრო მოქსს საერთოდ მითვისებული აქვს ტროტუარიც და გზაც და როცა უნდა კეტავენ ისე რომ ფაქტიურად შუა გზაში უნდა გაიარო.”-წერს სოციალურ ქსელში ხატია ხეჩოშვილი.