მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ, ქალაქის ქაოსიდან გაქცევა და სადმე, თბილისთან ახლოს დასვენება, წლების განმავლობაში უამრვი ოჯახის ერთგვარი სტილი იყო. თბილისის შემოგარენისაკენ შაბათ-კვირას უამრავი ოჯახი მიემართებოდა. ეძებდნენ ლამაზ ადგილებს, სადაც ხედიც იქნებოდა, ბუნებაც და კომფორტულად დასვენების საშუალებაც. უფროსებიც სასიამოვნოდ გრძნობდნენ თავს და პატარებსაც საშუალება ჰქონდათ იდეალურ გარემოში, პატარა კოტეჯთან, მაგრამ უზარმაზარ სივრცეში, უსაფრთხოდ ეთამაშათ.

5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში

დედაქალაქში, რომელშიც უძრავ ქონებაზე მოთხოვნილება მთელი წლის განმავლობაში მზარდია, აპარტამენტები ხშირ შემთხვევაში მომდევნო გაქირავების მიზნით იყიდება, ხოლო მუდმივი საცხოვრებლის შერჩევისას, ზოგ შემთხვევაში, კოტეჯური ტიპის დასახლებებიც განიხილება. ასეთი ტიპის დასახლებები იდეალური არჩევანია მათთვის ვინც დაიღალა დედაქალაქის ხმაურისა და ტურისტების ნაკადისგან და სურს ბუნებაში მშვიდი ცხოვრება.

5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში

ბოლო წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბევრი ახალი, მყუდრო კოტეჯი აშენდა. მომხმარებლის მოთხოვნასთან ერთად მშენებლებს შორის კონკურენციაც საკმაოდ მაღალია, თუმცა საინტერესოა რა ტიპის შეთავაზებები მოქმედებს ასეთი ტიპის საცხოვრებლებში.

დახურული კომპლექსები, სადღეღამისო დაცვის სამსახურითა და მრვალსაფეხურიანი წვდომის სისტემით არის აღჭურვილი. ტერიტორიაზე შექმნილია ცხოვრებისთვის და დასვენებისთვის აუცილებელი ყველა პირობა – სპორტული და საბავშვო სათამაშო მოედნები, ბარბექიუს ზონები და სხვა. თანამედროვე სახლები ევროპულ სტილშია დაპროექტებული, მათი სიმაღლე კი ხშირ შემთხვევაში 4 სართულს არ აღემატება. ასეთ სახლებს გააჩნია მომავალ მობინადრეზე მორგებული შიდა გეგმარება, მცირე ბოსტნის ან ბაღის გასაშენებლად საკუთარი მიწის ნაკვეთები, ღია ტერასები, ავტოფარეხები და სხვ.

5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში
5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში

ასეთი ტიპის დასახლებებს შეხვდებით მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ბაზალეთზე, ლისზე, ოქროყანაში, წავკისში, საგურამოში, დიღომსა და კრწანისში.

სტატიაში გაგაცნობთ თბილისსა და მის შემოგარენში, 5 კოტეჯური ტიპის დასახლებას:

Tiflisi

„ტიფლისი“ წარმოადგენს ახალ დასახლებას ლისის ტბიდან 2 კმ-ში. აქ არის უსაფრთხო, მშვიდი და მყუდრო გარემო, სადაც თითოეულ ბინადარს შესაძლებლობა აქვს, იცხოვროს ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის დაშორებით და ამავდროულად დატკბეს ჯანსაღი ეკოსისტემით. საცხოვრებელი უბანი სამშენებლო კომპანია Idea Development-ს ეკუთვნის, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს.

„ტიფლისის“ პირველი ფაზის ტერიტორია 3 500 m2-ია და განაშენიანება აერთიანებს 14 ორ-სართულიან კერძო სახლს კეთილმოწყობილი, იზოლირებული ეზოთი. პროექტის მშენებლობა 2019 წლის თებევრვალში დაიწყო და 2020 წლის მარტში დასრულდა. მოცემული პერიოდის განმავლობაში კი ეტაპობრივად ჩაბარდა სახლები მომავალ მობინადრეებს. „ტიფლისის“ მეორე ფაზის მშენებლობა 2021 წლის მაისში დაიწყო და 2023 წლის პირველ კვარტალში დასრულდა.

მეორე ფაზა, პირველი ფაზიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს. მიმდინარე მშენებლობის საპროექტო ტერიტორია 7 100 m2-ია, სადაც ერთიანდება 20 კერძო სახლი, ინდივიდუალური, კეთილმოწყობილი ეზოთი და ტერასით. პროექტით გათვალისწინებულია სამი განსხვავებული კონცეფციის, სხვადასხვა კვადრატულობის სახლი: თაუნჰაუსი – შეწყვილებული ტიპის სახლები, იზოლირებული ეზოთი, დიდი ზომის ტერასით, საცხოვრებელი ფართი კი 105 კვადრატიდან იწყება; ვილა – დამოუკიდებლად მდგომი სახლი, იზოლირებული ეზოთი, ტერასითა და აუზით, საცხოვრებელი ფართი 182.5 კვადრატიდან იწყება. პროექტში გათვალისწინებულია 6 სახლი; და ბოლოს, პრემიუმ ვილა -ინდივიდუალურად მდგომი სახლი, იზოლირებული ეზოთი, ტერასითა და აუზით. საცხოვრებელი ფართი 266.5 კვადრატიდან იწყება და პროექტში გათვალისწინებულია 2 სახლი.

აქ წარმოდგენილი ფართის 1 კვ.მ-ის ღირებულება კი 3 000 ₾-დან იწყება.

5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში
5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში
5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში

Simetria Park

„სიმეტრია პარკი“ – საცხოვრებელი უბანი, თბილისის ცენტრიდან 10 წუთის სავალზე, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში მდებარეობს. პროექტის ლოკაცია ქალაქის ხმაურისგან მოშორებას და რეკრეაციასთან სიახლოვეს უზრუნველყოფს.

რაც შეეხება პროექტის კონცეფციას – დენდროლოგიურ პროექტში აქცენტი გამწვანების არა მხოლოდ ეკოლოგიურ მხარეზე, არამედ მის დამატებით ფუნქციურ დატვირთვაზეა გაკეთებული. აქედან გამომდინარე, პროექტში გათვალისწინებულია, როგორც ანტიალერგიული მცენარეები, ასევე ხეების ჭადრაკული განლაგება.

საცხოვრებელი უბანი მოიცავს: ლობს, რეკრეაციას, კონსიერჟს, საფეხმავლო ბილიკებს, შეხვედრებისა და საერთო სამუშაო სივრცეებს, საპარკინგე და შიდა სატრანსპორტო სისტემას. საცხოვრებელ უბანთან ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები, კერძო და საჯარო სკოლები. დამატებით სერვისებში კი გათვალისწინებულია შემდეგი: სპორტული დარბაზი, იოგის დარბაზი, სპა და საბავშვო ოთახი.
„სიმეტრია პარკში“ საერთო გამოყენების სივრცეების არსებობას პრიორიტეტული ადგილი უჭირავს. ცენტრალური პარკი, რომელიც პროექტის შუაგულშია განთავსებული, სარელაქსაციო ფუნქციას ატარებს.

დახურული საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს, 31 ინდივიდუალურ სახლსა და ორ მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექს (41 ბინა) – Park view და Panorama view. პროექტის საერთო ფართობი 20 000 კვ. მ-ია.

აქ წარმოდგენილია ბინები 105-დან 370 მ2-მდე. 1 კვ.მ-ის ღირებულება კი 3 348 ₾-დან იწყება.

5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში
5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში
5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში

York Town

„იორკ თაუნი“ წარმოადგენს კომპანია „იორკ თაუერსის“ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც ტაბახმელაში მდებარეობს. პროექტის ქალაქის ცენტრამდე მანძილი 8 კმ-ს არ აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც 10-15 წუთში მეტროსადგურსა და თბილისის უბნებს შეგიძლიათ მიაღწიოთ.

„იორკ თაუნი“ არის ახალი, დასავლური სტილის სამეზობლო უბანი. იქვე განლაგებულია ევროპაში პოპულარული სამედიცინო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი Bioli Resort. ტერიტორიის განაშენიანების გეგმაზე მომუშავე არქიტექტორებმა და ურბანისტებმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეს ტერიტორიის რეკრეაციული ბუნების შენარჩუნებას. რეკრეაციულ ობიექტებთან ერთად პროექტი მოიცავს, საცურაო აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს.

პროექტში ორ მნიშვნელოვან კომპონენტზეა ყურადღება გამახვილებული – ერთის მხრივ, სარეკრეაციო სივრცეების გაზრდა ქალაქის შიგნით, გარკვეული არეალების თავიდან გადააზრება და მეტი პარკისა და სკვერის არსებობა ქალაქში. მეორეს მხრივ, ქალაქის ურბანული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ახალი სივრცეების ათვისება, რათა ქალაქის საცხოვრებელი არეალის გაფართოება მოხდეს.

York Town ტაბახმელა თითქმის 100 000 კვადრატული მეტრ ფართობს იკავებს. ამავე დროს, ტერიტორიის არაუმეტეს 20% უშუალოდ საცხოვრებელი კომპლექსებისთვის არის გამოყოფილი, ხოლო დანარჩენი განკუთვნილია დასვენების ზონისთვის. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახისა და ტიპის ინდივიდუალური ვილები, დუპლექსი სახლები და სხვადასხვა სიდიდის აპარტამენტებია წარმოდგენილი. შენობის დიზაინი ერთ სტილშია შესრულებული. თავად ბინები კი 46-დან 295 მ2-მდეა წარმოდგენილი.

რაც შეეხება ღირებულებას – 1 კვ.მ-ის ფასი 3 750 ₾-დან იწყება.

5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში
5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში
5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში

Tbilisi Hills Apartments

ბუნებრივი გამწვანება, ეკოლოგიურად სუფთა სივრცე, დაუვიწყარი ხედები თბილისსა და შავნაბადას მონასტერზე, ეზოში მოწყობილი ბავშვთა გასართობი კუთხე, კამერებით დაცული ტერიტორია 24/7, გოლფის 18 ფოსოიანი მოედანი და რესტორანი – ეს „თბილისი ჰილსია“, რომელიც 8 ტაუნჰაუსსა და 14 კერძო სახლს მოიცავს. ამ ტერიტრიასთან მისვლა შესაძლებელია ორი გზით, ერთი კრწანისის რაიონიდან, მეორე – კი, რუსთავის გზატკეცილიდან. თბილისის ცენტრამდე მისვლის დრო კი 15 წუთს შეადგენს.

მულტიფუნქციური პროექტი “თბილისი ჰილსი” 331 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მოიცავს, რომლის სრული კომპლექსი უძრავ ქონებასა და 60 ჰექტარზე გადაჭიმულ 18-ფოსოიან გოლფის მოედანს აერთიანებს.

კომპლექსი მდებარეობს ფერდობზე, რაც იძლევა შესაძლებლობას, თბილისის გარეუბანში არსებული პანორამული ხედების, ყაზბეგის მთისა და შავნაბადის მონასტერის ხილვის.

კომლექსის აპარტამენტები მოიცავს 2-3-4-ოთახიან ბინებს, 60-დან 130 კვ.მ.-მდე. გეგმარება ძალიან ფართოა. ერთი თავისებურებათაგანი – დიდი აივნებია, რომელთა ზომები ბოლო სართულზე 80 კვ.მ.-ს აღწევს. ბინების გარდა, „თბილისი ჰილსი“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე შესაძლებელია კერძო კოტეჯის შეძენა, როგორც ტანჰაუსის სახით, ასევე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ.

ტერიტორიაზე წარმოდგენილი ბინების 1 კვ.მ-ის ფასი კი 4 018 ₾-დან იწყება.

5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში
5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში
5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში

Royal Townhouse

როიალ თაუნჰაუსები „კრწანისი რესორტ რეზიდენსში“- ეს არის „VR ჰოლდინგის“ პროექტი, რომელიც თანამედროვე უბანს მოიცავს. თაუნჰაუსი არის მწკრივად აშენებული რამდენიმე სართულიანი სახლი, რომელსაც მობინადრეებს საერთო კედელი აკავშირებთ, თუმცა შესასვლელი და ეზო თითოეულ შენობას დამოუკიდებელი აქვს.

თაუნჰაუსების ტიპის საცხოვრებელი სახლები სათავეს იღებს ევროპიდან. ასეთი ტიპის პროექტები ისეთი ადამიანებისთვის არის შესაფერისი, რომლებსაც ერთიანად უნდათ აპარტამენტებისა და კერძო სახლების უპირატესობები.

თაუნჰაუსები მდებარეობს „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ დასაწყისში, საიდანაც პანორამული ხედი იშლება ქალაქზე. ტერიტორია საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას.

შენობის სიახლოვეს განლაგებულია მშვიდი სკვერი ბავშვთა გასართობი სივრცით, საცურაო აუზები, სავარჯიშო დარბაზები, საჯინიბოები, ბოულინგ ცენტრები და მრავალი ინფრასტრუქტურა, რომლის მოხარებაც შეეძლებათ როიალ თაუნჰაუსის მაცხოვრებლებს.

რაც შეეხება თაუნჰაუსების შიდა დიზაინს – მისაღები ოთახის ინტერიერის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება 6 მეტრიან ჭერს. ვიტრაჟებიდან იშლება პანორამული ხედები მთელ თბილისზე. ბოლო სართული აღჭურვილია საკუთარი მისაღებით, სამზარეულო კუთხით, აუზითა და ბარით.

თაუნჰაუსის 1 კვ.მ-ის ღირებულება კი 6 161₾-დან იწყება.

5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში
5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში
5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში