სკვერი ვითხოვე და კორპუსის მშენებლობას იწყებენ-დიდი დიღმის მოსახლოების მოთხოვნა სხვაგვარად სრულდება
სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გავრცელდა, დიდი დიღმის ერთ-ერთი მაცხოვრებელი წერს, რომ უბანში სადაც ცხოვრობს სკვერი არ არის ამიტომ გამგეობას მწვანე ზონის მოწყობა თავისუფალ ტერიტორიაზე ითხოვა.
მალევე, იმავე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა დაიწყო. საუბარია, დიდ დიღომში ფარსადანის ქუჩაზე. ამასთანავე ავტორი თანდართულ ფოტო-მასალას ავრცელებს.
ამ სატირულ ისტორიაში ალბათ ბევრისთვსთ ახალი არაფერია, თუმცა დიდი დიღმის მოსახლეობა ხშირად ჩივის ბოლო პერიოდში მიმდინარე ისტერიულ განაშენიანებაზე. ასევე ძველ მაცხოვრებლებს დიდი დიღმის გეოლოგიური მდგომარება, აშფოთებთ, ვინაიდან მათი განმარტებით არ არის შესწავლილი სპეციალისტების მიერ ტერიტორია და საკითხავია, გაუძლებს კი ასეთ მშენებლობებს ნიადაგი?