გლდანში, 9 სართულიანი კორპუსის ლიფტი მოწყდა, რომელში ოჯახი მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა
ცნობილია, რომ ოჯახის წევრები შემთხვევის დროს არ დაზარალებულან.
გლდანში, მესამე მიკრორაიონის მე-11 კორპუსის სადარბაზოში მე-9 სართულიდან ლიფტი მოწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში ახალგაზრდა ქალი ქმარ-შვილთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაციას ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში თამო ჩაჩნიძე თავად ავრცელებს და წერს:
“დღეს სიკვდლს ჩავხედე თვალებში ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად, მესამე მიკროს 11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა, გული თუ არ გაგვისკდებოდა არ მეგონა ჩემი წივილი ყველას ესმოდა, არ ვიცი ლიფტში კიდევ როდის დავჯდები და ამ შიშს როდის გადავლახავ. სანამ ვინმეს იმსხვერპლებს იქნებ მოგვიგვაროთ ეს პრობლემა
არ ვიცი კომენტარს რამდენად მიაქცევენ ყურადღებას და აქაც დავდე…”
როგორც kalaki.ge- სთვისაა ცნობილი, ოჯახის წევრები და მცირე წლოვანი თავს კარგად გრძონებ.
აღსანიშნავია, რომ ეს დედაქალაქში, ძველ შენობაში ლიფტის მოწყვეტის პირველი შემთხვევა არაა, საბედნიეროდ კოკრეტული ამბავი მშვიდობიანად დასრულდა.
rogorc kalaki.ge-მ გაარკვია ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.