თბილისის ცენტრში, სააკაძის მოედანზე, ახალი აშენებული კორპუსის ეზო ნაგვითაა სავსე-რატომ ელოდებიან ადგილობრივები დასუფთავების სამსახურს?
არაერთი შემთხვევაა, როცა თბილისის სხვადასხვა უბნიდან მოსახლეობა სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებს და დასუფთავების სამსახურს დახმარებას სთხოვს, რათა დანაგვიანებული ეზო მოწესრიგდეს. თუმცა აქვე ერთი ფაქტორია მნიშვნელოვანი, რა როლი აქვს თბილისის მაცხოვრებელს დედაქალაქისთვის? თუ მხოლოდ დანაგვიანებითა და დასუფთავების სამსახურის ლოდინი აკისრია? ყველამ, რომ საკუთარ ეზოსა და უბანს მიხედოს ყველაფერი დღეს თბილისში სხვაგვარად იქნება.
სწორედ მსგავს ქმედებას ეხება პოსტი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისი – სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ეს ნაგავი აქ მოსახლეობის დაყრილია! როდესაც ადამიანს არ აქვს თვითშეგნება ამისთვის არსებობს კანონი და მისი აღსრულება! სანამ ყველა კარგად არ გავიაზრებთ რომ ეს ქალაქი ჩვენი სახლია მანამდე იდგება ასეთი პრობლემები დღის წესრიგში.”- წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
აღსანიშნავია, რომ ეზო სადაც ფოტოა გადაღებული და სრული ანტისანიტარიაა, მრავალბინიანი ეზოა. ბუნებრივია აქ უამრავი ოჯახი ცხოვრობს და ყოველდღიურად ხედავენ სრულ ანტისანიტარიას, რუმცა როგორც ჩანს შესაბამის სამსახურებს ელოდებიან, არადა ყველამ, რომ აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა სულ სხვა სურათი იქნება მათი ფანჯრებიდან.