ამ წუთებში სანზონაში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინას ცეცხლი წაეკიდა
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იმყოფება.
kalaki.ge-ს ინფორმაციით, ცეცხლი სადენს წაეკიდა და მისი გავრცელება სწრაფად მოხდა. აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მეორე სართულზეა, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მცირეწლოვანიც იმყოფებოდა. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ სახანძრო-სამაშველო მანქანას ტერიტორიაზე შეღწევა გზის სივიწროვის, მრავალრიცხოვანი ავტოფარეხებისა და საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ქაოსური პარკირების, გამო გაუჭირდა.