გაუსაძლისი გახადეს ცხოვრება კორპუსი შენდება ნაყარ მიწაზე-მოქალაქეები დაუსრულებელ მშენებლობას აპროტესტებენ
დედაქალაქში მშენებლობის ისტერია ჯერ კიდევ გრძელდება და არავინ იცის როდის დასრულდება. თუმცა სიმართლე ითქვას მუდმივად ამ ისტერიაში ცხოვრება მართლაც რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკოლოგიასა და ადამიანის ჯანმრთელობის საფრთეებზე.
სოციალურ ქსელში “ქალაქის პრობლემები” მოქალაქე ამჯერად სანზონაში წრწოს ქუჩაზე არსებულ ვითარებაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“სანზონა ერწოს N 10 2024 წელი გაუსაძლისი გახადეს ცხოვრება კორპუსი შენდება ნაყარ მიწაზე და გადაგვაყოლეს მოსახლეობა 4 თვეა ცას ვეხვეწებით არ იწვიმოს გაგვინადგურდა ფეხსავმელი მანქანა და ტანსაცმელი ტალახიანი ხო მიხვალ სახლში მოუშვებ ონკანს და წყალი არ არის გახვალ ნაგვის გადასყრელად ურნა არსად არ დგას ლამის ახმეტელზე გვიწევს სიარული ასჯერ დაიწერა განცხადება ყველაგან და კაცი არა პატრონი რამე სხვა ძალა იქნებ იყოს ვისაც შეიძლება მოვთხოვოთ პასუხი თორე აზრი არაქვს არცერთ ინსტანციაში ამ ფორმალური განცახდებების წერას.”- წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ სანზონის გარდა აღნიშნული პრობლემა თბილისის თითქმის ყველა უბანშია, საინტერესოა როდის დასრულდება დედაქალაქში მშენებლობის ისტერია?