კორპუსი კორპუსის წინ და მოსახლეობა ჟანგბადის მოთხოვნით-კიდევ ერთი საპროტესტო აქცია, სადაც საცხოვრებელ კორპუსს ხედისა და ჰაერის გარეშე ტოვებენ

დედაქალაქში ისტერიული მშენებლობის ფონზე, საპროტესტო აქციები იწყება, მათი მხრიდან ვისაც საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის წინ ახალ კორპუსს უშენებენ. საინტერესოა ვინ და რატომ წყვეტს, არსებულ საცხოვრებელს წინ ააშენოს ახალი კორპუსი, ისე რომ არსებული საცხოვფრებელი მზის, ჰაერისა და ხედის გარეშე დატოვოს?

კორპუსი კორპუსის წინ და მოსახლეობა ჟანგბადის მოთხოვნით-კიდევ ერთი საპროტესტო აქცია, სადაც საცხოვრებელ კორპუსს ხედისა და ჰაერის გარეშე ტოვებენ
კორპუსი კორპუსის წინ და მოსახლეობა ჟანგბადის მოთხოვნით-კიდევ ერთი საპროტესტო აქცია, სადაც საცხოვრებელ კორპუსს ხედისა და ჰაერის გარეშე ტოვებენ
კორპუსი კორპუსის წინ და მოსახლეობა ჟანგბადის მოთხოვნით-კიდევ ერთი საპროტესტო აქცია, სადაც საცხოვრებელ კორპუსს ხედისა და ჰაერის გარეშე ტოვებენ
კორპუსი კორპუსის წინ და მოსახლეობა ჟანგბადის მოთხოვნით-კიდევ ერთი საპროტესტო აქცია, სადაც საცხოვრებელ კორპუსს ხედისა და ჰაერის გარეშე ტოვებენ

კიდევ ერთი საპროტესტო აქცია, სადაც მოსახლეობა ახალ მშენებლობას აპროტესტებს ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩაზე გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მომიჯნავე კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს.

ზალდასტანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა სამშენებლო ტექნიკას გზა გადაუკეტეს. ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად მუნიციპალური ინსპექცია გამოიძახეს და მშენებლობა დროებით შეაჩერეს. ბუნებრივია ეს ერთჯერადი პროტესტი რეალობას ვერ შეცვლის მაგრამ ადგილობრივების თქმით გაჩერებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ რომ, ორი დღის წინ მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა მსგავსი პრობლემით თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი მუნიციპალიტეტისგან მომიჯნავე კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორი, ამჯერადაც სამოქალაქო აქტივობა “ჩემი ქალაქი მკლავს” იყო. აქციის ორგანიზატორის თქმით, საზოგადოებას სხვა დეტალებს უახლოეს მომავალში გააცნობენ.