თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში ავარიული კორპუსი ახალი მრავალბინიანი საცხოვრებლით ჩანაცლდება

დედაქალაქის მთავარ გამოწვევად ავარიული საცხოვრებლები რჩება, ეს იმდენად მასტაბური პრობლემაა მის მოგვარებას ათწლეული დასჭირდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი ახალაშენებული შენობის ხარისხიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. მაგრამ არსებობს ძველი შენობები, რომლები იმდენად ავარიულია, რომ მასში ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ასეთ საცხოვრებლებზე დაიწყო მერიამ პროექტი, რომლის ფარგლებში დედაქალაქის რამდენიმე მისამართზე ძველი შენობა ახალი მრავალბინიანი საცხოვრებლით ჩანაცვლდა.

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში ავარიული კორპუსი ახალი მრავალბინიანი საცხოვრებლით ჩანაცლდება

ამჯერად ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივის მე-4 კვარტალში მდებარე ავარიული N6 კორპუსი ახლით ჩანაცვლდება. აღნიშნულ მისამართზე ავარიული, 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა აშენდება, მშენებლობის პროცესში კი მოსახლეობის ქირით გაყვანას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ ავარიული საცხოვრებლის მრავალბინიანი კორპუსით ჩანაცვლების პროგრამა დედაქალაქის მერიამ 2022 წელს დაიწყო. თბილისის მერმა მოსახლეობას, რომელიც ავარიულ სახლებში ცხოვრობს არა ერთხელ მოუწოდა აქტიურობისაკენ, რათა მათი ახალი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოხდეს.