კორპუსები მთაწმინდის პარკთან-მოქალაქეები მშენებლობის წინააღმდეგ
სამოქალაქო აქტივობა "ჩემი ქალაქი მკლავს"- სოციალური ქსელის ჯგუფში ერთ-ერთი მომხმარებელი ფოტოს აქვეყნებს სადაც მშენებლობისთვის ნიადაგი მომზადებულია.
ფოტოსთან ერთად ურთავს ტექსტს წარწერით “მთაწმინდის პარკის გაყოლებაზე, იქ სადაც ტყეები და ფიჭვნარებია, რამ მოგაფირათ კორპუსების ჩადგმა? რატომ ასეთი მავნებლობა? ვინც იქ რამეს იყიდის, მათაც თვენნაირ მავნებლებად ვთვლი.”
როგორც kalaki.ge-მ გაარკვია საუბარია მთაწმინდის პარკის მიმდებარედ 2 ჰა ტერიტორიაზე, სადაც 6 ხუთ სართულიანი შენობა აშენდება. პროექტი m2 -ს ეკუთვნის.
უნდა აღინიშნოს, რომ გეოლოგმა სიმონ ბარამიძემ, ერთ-ერთ მედია საშუალებასთან მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე ისაუბრა, რაც ქაოტული მშენებლობების მიზეზია.