რამდენი პროცენტით დაიბეგრება უძრავი ქონების ქირა და რა პროექტი განიხილება საკანონმდებლო ორგანოში
უძრავი ქონების კომერციული მიზნით გაქირავება შესაძლოა, 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგროს, საკითხს დღეს პარლამენტში კანონმდებლები განიხილავენ.
„კანონპროექტის მიღების შედეგად ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის არასაცხოვრებელი (კომერციული) მიზნით გაქირავებისას, მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით, ნაცვლად 20%-ისა.
5%-ით დაიბეგრება ასევე ფიზიკური პირის არასაცხოვრებელი (კომერციული) ფართობის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალიც.
აქედან გამომდინარე, კანონპროექტი ამცირებს დაბეგვრის განაკვეთს ფიზიკურ პირთა მიმართ, რაც მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათია მათთვის. ანალოგიური შეღავათი გავრცელდება ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების იჯარით გადაცემისას მისაღებ შემოსავალზეც,“ – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.