ფიზიკური პირების გაყიდული ქონება ახლებურად დაიბეგრება-ცვლილება „საგადასახადო კოდექსში“
მათ შორის ცვლილებებია რეექსპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების დაბეგვრის, ასევე რიგითი მოქალაქეების მიერ ქონებისა თუ აქტივის გაყიდვის შედეგად ნამეტის დაბეგვრის პრაქტიკაში.
ცვლილებების პაკეტში ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ის, რომ 2024 წლიდან ფიზიკური პირები, ქონებისა თუ აქტივების გასხვისების შედეგად ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში ახლებურად დაიბეგრებიან. მაგალითად, თუ მოქალქე ბინას, სახლს, მიწის ნაკვეთს თუ კომერციულ ფართს მისი შეძენიდან 2 წლის განმავლობაში გაასხვისებს, ქონების გაყიდვის დეკლარირება და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის გადახდა აქამდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, გაცილებით ადრე მოუწევს.