თიბისი კაპიტალი-2024 წელს კომერციული ფართები გაძვირდება
"თიბისი კაპიტალი" უძრავი ქონების მიმართულებით ახალ კვლევას აქვეყნებს. ამჯერად დოკუმენტში კომერციული ფართებზე საუბარი, რომლის მიხედვითაც თბილისში კომერციულ ფართებზე მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი, კერძოდ ქუჩის სავაჭრო ობიექტებზე, სავაჭრო ცენტრებსა და საოფისე სივრცეებზე.
“თიბისის კაპიტალის” კვლევის მიხედვით, ქუჩის სავაჭრო ობიწტებზე ფასი 11%-ითაა გაზრდილი, ხოლო მომავალ წელს კიდევ 8%-ითაა მოსალოდნელი ზრდა.
თბილისის ქუჩის სავაჭრო ობიექტებში ქირის საშუალო ღირებულება კვადრატულ მეტრზე $19.3-ია, რაც პანდემიამდელ ნიშნულზე 0.2%-ით ნაკლებია. სავაჭრო ცენტრებში კი ფასმა პანდემიამდელ ნიშნულს გადაასწრო, სადაც $23-ია ღირებულება. ბიზნეს ცენტრებშიც ქირის ფასი პანდემიამდელ ნიშნულზე მაღალია.
აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისში კომერციული ფართები ყველაზე ძვირი ვაკე-საბურთალოს რაიონებში, ყველაზე იაფი კი სამგორშია.