დედაქალაქმა „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეულს წელს უკვე 23-ედ უმასპინძლა

ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენები, ვორქშოპები და ლექციები, ასეთი იყო 5 დღიანი კვირეული, რომელიც „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეულის ფარგლებში წელს 23-ედ გაიმართა.

დედაქალაქმა „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეულს წელს უკვე 23-ედ უმასპინძლა

კვირეულის გახსნის ცერემონიაზე ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გამარჯვებულები ტრადიციულად საერთაშორისო ჟიურის წარმომადგენლებმა გამოავლინეს.

ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოში“ 50-მდე ქვეყნის დაახლოებით 500 ფოტოგრაფი მონაწილეობდა. საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში დაასახელა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, საუკეთესო კადრი, მობილური ფოტო და კონცეპტუალური ფოტოპროექტი, რომელშიც დაშვებული იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ნამუშევრების ატვირთვა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ამერიკელი ფოტოგრაფები – სტივენ ბენსონი, ჯეფრი ვოლინი, სოლ რობინსი და ჯესიკა ჰაინსი; ქართველი ფოტოგრაფი დინა ოგანოვა და გერმანელი გალერისტი და კურატორი თინა შელჰორნი. საპრიზო ფონდი 6000 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, სახელოვნებო სივრცეებში იმართებოდა.