ქობულეთში ჩილიმის არომატების საწარმო იხსნება
ქობულეთში დღეს, 12 ივლისს ლიბანური ინვესტიციით ჩილიმის არომატების საწარმო იხსნება.
საწარმომ, რომელიც სოფელ მუხაესტატეში 10 000კვ.მ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული, მუშაობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. ინვესტიციის მოცულობა 5.5 მლნ ევროს შეადგენს.
ჩილიმის არომატების საწარმოს წარმომადგენელი, თამარ გუნდაძე მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ საწარმოს გახსნის მთავარ მიზანს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის მაღალი ხარისხის ჩილიმის არომატების მიწოდება წარმოადგენს. მისი თქმით, ლიბანური ინვესტიციით განხორციელებული საწარმო საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აშენებული და ISO 9001/2015 და ISO 14001 სერტიფიკატებს ფლობს.