ქობულეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის 6 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტი 6,3 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს. ტენდერი გულისხმობს, ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას. აუქციონში წინადადებების მიღება 14 ივლისს იწყება და 19 ივლისს სრულდება.
სამუშაოები მოიცავს:
მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები;
დასასვენებელი ნაგებობების მშენებლობა;
თემატური პარკების მშენებლობა;
გასართობი პარკების მშენებლობა;
სარეკრეაციო ბაზების მშენებლობა;
სპორტული ნაგებობების მშენებლობა;
ფეხით მოსიარულეთა ბილიკების მშენებლობა;
ბილიკები და სხვა მყარი ზედაპირების მშენებლობა;
ტროტუარების სამშენებლო სამუშაოები;
ტროტუარების ფუნდამენტების მომზადება;
სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 5 წელს. სამუშაოების დასრულების ბოლო ვადად კი განსაზღვრულია 2024 წლის 15 სექტემბერი.
პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის, კერძოდ არანაკლებ 10 მლნ ლარის ღირებულების პარკის ან/და სკვერის ან/და ბულვარის ან/და მოსასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები.