ქობულეთის შემოვლითი გზა 4-ზოლიანი გახდება – ტექნიკურ კვლევაზე 10-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გამარჯვებულმა კომპანიამ გზის გაფართოებისთვის ტოპოგრაფიულ-გეოლოგიური ნახაზები უნდა მოამზადოს, ასევე განსაზღვროს რამდენი მილიონი ლარი დაჯდება მისი მშენებლობა. ამასთანავე, ჩადებული საინჟინრო პირობის მიხედვით, გზის გაფართოვების პროექტი უნდა შემუშავდეს ისე, რომ მისი განხორციელების დროს არსებულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხდეს.
ქობულეთის შემოსავლელი გზა იწყება შეკვეთილიდან და სრულდება ჩაქვიმახინჯაურის გვირაბებთან, აღნიშნული საავტომობილო გზის სრული სიგრძე შეადგენს დაახლოებით 31.3. კმ.
სატენდერო დავალება მოიცავს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ქობულეთის შემოვლითი 2-ზოლიანი გზის 4- ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისათვის, რომლის მთლიანი სიგრძეა დაახლოებით 31.3 კმ.