უცხოელი სტუდენტების მხრიდან ქირაზე გაზრდილი მოთხოვნა-რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან სასწავლებლად

უცხოელი სტუდენტები, ძირითადად რამდენიმე ერთად, ერთ ბინას ქირაობენ, თუმცა ხშირად გამქირავებელს სულ სხვა ინფორმაციას აწვდიან.

უძრავი ქონების აგენტის ტატო ტარიელაშვილის ინფორმაციით, სასწავლო მიზნით ჩამოსული ახალგაზრდების რიცხვი გაიზარდა, რამაც ბინებზე მოთხოვნა განაპირობა. რაც შეეხება ქვეყნებსსაქართველოში ძირითადად ახალგაზრდები სასწავლებლად: ინდოეთიდან, კატარიდან, იორდანიიდან და ისრაელიდან ჩამოდიან. “ახლა ქირაზე მოთხოვნა უფრო სასწავლებლად ჩამოსული უცხოელების მხრიდან არის. ძირითადად: ინდოეთი, კატარი, იორდანია, სხვადასხვა კონტინენტებიდან… ასევე, ისრაელიდან ძალიან ბევრი სტუდენტი მყავდა. ისინი ჩამოდიან სასწავლო დანიშნულებით, მათთვის სწავლის ფასიც და სტანდარტიც ძალიან კარგია, შესაბამისად, მოთხოვნა დიდია. რაც შეეხება უბნებს, გადანაწილებულები არიან, ვერ ვიტყვი, რომ ბინებს კონკრეტულ უბნებში ეძებენ“, – განაცხადა ტატო ტარიელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უძრავი ქონების აგენტების ინფორმაციით, თბილისში ბინის ქირაზე ზოგადმა მოთხოვნამ საგრძნობლად დაიკლო, თუმცა ეს სტატისტიკა არ ვრცელდება უცხოელ სტუდენტებზე.