ყინულის მოედანი,რომელის დიღომში აშენება იგეგმება უნდა იყოს ენერგო ეფექტური-კიდევ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს

თბილისის უბანში, კერძოდ დიდ დიღომში ყინულის მოედნის აშენების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.

ყინულის მოედანი,რომელის დიღომში აშენება იგეგმება უნდა იყოს ენერგო ეფექტური-კიდევ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს

სპორტული კომპლექსი თბილისის მერიის ბალანსზე აშენდება. აღსანიშნავია, რომ შენობის ასაშენებლად და მოსაწყობად ტენდერი უკვე მესამედ გამოცხადდა, მესამე ტენტერში მოთხოვნად ენერგო ეფექტურობა დაემატა, რომლითაც შენობა უნდა აღიჭურვოს. პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის გეგმარების შესაბამისი გამწვანება, სარწყავი სისტემები, დაშვების სისტემები, სამეთვალყურეო სისტემები, გეგმარების შესაბამისად ტერიტორიის შემოღობვის და ტერიტორიის განათების მოწყობის სამუშაოები.

ყინულის მოედნის რაოდენობა უნდა იყოს ერთი; ყინულის მოედნის ზომა – 60 მეტრი 30 მეტრზე; მაყურებლების რაოდენობა- არანაკლებ 500; გასახდელების რაოდენობა ძირითად მოედანზე – არანაკლებ 6;

პროექტის სავარაუდო ღირებულება 30 მლნ ლარია.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე თბილისში მსგავსი მასტაბის ყინუულის მოედანი არასდროს ყოფილა.