ქუთაისში კინოთეატრ “სულიკოს” დემონტაჟი მიმდინარეობს მის ნაცვლად კი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება
სამშენებლო ისტერიის მხრივ ქუთაისი ყველაზე დაცული, ქალაქი იყო ამ დრომდე, თუმცა როგორც ჩანს ნელ-ნელა მაღალსართულიანი კორპუსები ერთმანეთს ემატება. ამჯერად ძველი კინოთეატრის ნაცვლად როგორც ირკვევა ახალი 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.
ძველი შენობის დემონტაჟი უკვე დაიწყო. ქუთაისში, ყველასთვის ცნობილი ძველი კინოთეატრი, ირაკლი აბაშიძის 14ა-ში მდებარებს. “სულიკოს შენობა” 80-იან წლებში აშენდა და ის ფუნქციურად თავიდანვე კინოთეატრისთვის იყო გათვალისწინებული. შენობა 1982 წელს გაიხსნა და მხოლოდ 5 წელი იარსება. 2004 წლიდან შენობა კერძო საკუთრებაში გადავიდა.