“კინოსტუდიის” ახალი სიცოცხლე
კინოსტუდიის შენობის კულტურული და ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით დაიწყო არქიტექტურული კონკურსის ორგანიზების პროცესი, რომლის მართვის მიზნითაც “სოდი ინვესტმენტმა" მშენებლობის მენეჯმენტის კომპანია „LSG Solutions“ შეარჩია.
კულტურული და ისტორიული ფაქტორებიდან გამომდინარე, “სოდი ინვესტმენტმა” მიზნად არქიტექტურული კონკურსის ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაისახა. კონკურსის მიზანია კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩეს არქიტექტურული კონცეფცია, რომელიც ჰარმონიაში იქნება დედაქალაქის ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური განვითარების პოტენციალთან.
“დარწმუნებული ვართ, რომ ბიზნესის და საზოგადოების წარმომადგენლების სწორი კოლაბორაცით შერჩეული ძველი კინოსტუდიის განვითარების გეგმა მომხიბვლელს და მიმზიდველს გახდის თანამედროვე თბილისის იერსახეს და მისი უნიკალური სულის ორგანული ნაწილი გახდება”, – აცხადებენ კომპანიაში.
“სოდი ინვესტმენტმა” და “LSG Solutions”-მა მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან აქტიურად დაიწყეს წინასაკონკურსო მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც ყველა საჭირო კვლევის ჩატარებას მოიცავს საკონკურსო პირობების ფორმირებისთვის.