კიდევ ერთი ცათამბჯენი თბილისში-სანაპიროზე 27 სართულიანი მრავალფუნქციური შენობა აშენდება
თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპირო N9-ში 27 სართულიანი შენობის ასაშენებლად განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში უკვე წარდგენილია.

„საპროექტო ტერიტორია თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპირო N9-ში მდებარეობს. ტერიტორიის ფართობი 7 681 კვ.მეტრია. საპროექტო მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი მოეწყობა. დასაშვები ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი – 25%; კომერციული – 75%-ია. კომპლექსის მაქსიმალური სიმაღლე/სართულიანობა კი 100მეტრი და 27 სართულია,“- აღნიშნულია განაცხადში.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტშია აღნიშნული, მოცულობები, ფართობები და სიმაღლეები პროექტირების ეტაპზე დაზუსტდება. კომპლექსში იგეგმება, საცხოვრებელი ფართების, სასტუმროს, სპა, რესტორანის და კომერციული, საოფისე ფართების მოწყობა.