კიდევ ერთი მწვანე სივრცე თბილისში – მუხიანში, ლაგურაშვილის N3-5 კორპუსებთან სკვერი ეწყობა

მუხიანში,ლაგურაშვილის N3-5 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

კიდევ ერთი მწვანე სივრცე თბილისში – მუხიანში, ლაგურაშვილის N3-5 კორპუსებთან სკვერი ეწყობა

უწყების ცნობით, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ფიტნეს ზონა, დაირგვება 150-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 420 834 ლარი დაიხარჯება.