ე.წ. “ხრუშჩოვკის” სრული ტრანსფორმაცია საირმის ქუჩიდან
ე.წ. "ხრუშოვკები" თბილისში ყველაზე გავრცელებული ძველი პროექტია, უმეტესობამ ძველი პროექტის იერ-სახე ისე, შეცვალა, რომ ძნელია მიხვდე როგორი იყო თავდაპირველად. სწორედ ასეთ პროექტზე გვიყვება homies.ge, რომლის გაზიარება თქვენთვისაც მოგვინდა, რადგან სულ პატარა კვადრატულობა შესაძლოა საინტერესო პროექტად აქციო. დავიწყოთ იმით, რომ საუბარია ე.წ. "ხროშოვკის ერთ ოთახიანზე, რომელიც 32 კვატრატულია.
როგორ შეიცვალა კლასიკური “ხრუშოვკის ერთ ოთახიანი? პირველ რიგში დერეფნის ხარჯზე სამზარეულო და აბაზანა გაფართოვდა. ასევე, ადგილი შეიცვალა სამზარეულოს ზონამ და მისაღებ სივრცესთან გაერთიანდა, მის ადგილას კი საძინებელი კუთხე მოეწყო.
საძინებელი სივრცე სხვა დანარჩენი ნაწილებისგან მსუბუქი საოფისე მაგიდით განცალკევდა, რამაც თავის მხრივ, პატარა სამუშაო კუთხე შექმნა. 3 მ2-ის ფორმის აივანმა კი განტვირთვისა და სუფთა ჰაერზე დასვენების საშუალება მისცა მაცხოვრებელს.
თუკი თქვენს საცხოვრებელში მსგავსი გეგმარებითი ცვლილებები განახორციელეთ, გაგვიზიარეთ რათა გავაცნოთ ჩვენს მკითხველს, როგორც საინტერესო პროექტი.