წელს ხმაურზე 360-მდე ოქმი გამოიწერა
მუნიციპალური ინსპექციის აკუსტიკური ხმაურის კონტროლის განყოფილების უფროსის, შოთა ტუხარელის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ამ წელს გამოწერილია 360-მდე საჯარიმო ოქმი.
„ცხელი ზარის საშუალებით მოგვეწოდება ინფორმაცია, დამრღვევ ობიექტთან დაკავშირებით. ჯგუფი გადის ადგილზე, აუცილებლად დახურულ სივრცეში, საცხოვრებელ ფართში ხდება ხმაურის გაზომვა, შესაბამისი ხელსაწყოებით. ფასდება გენერირებული ხმა, შემდეგ მივდივართ დამრღვევთან, რომ გავიგოთ, რა არის ფონური ხმა, და შედარების მეშვეობით ვახდენთ საჯარიმო სანქციების გამოწერას“.- განაცხადა ტუხარელმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ, ხმაურთან დაკავშიირებით სანქციების გამკაცრებაზე ისაუბრა.