ხილულ გამონაბოლქვზე ავტომობილების მძღოლების დაჯარიმება გრძელდება-როგორია 11 დღის სტატისტიკა

რამდენიმე დღეა, რაც ხილულ გამონაბოლქვზე სატესტო რეჟიმში საქართველოს ოთხ ქალაქში სპეციალური ავტომობილები მუშაობს, რომელიც გარემოს დაბინძურებისთვის ავტომობილების მძღოლებს აჯარიმებს.

ხილულ გამონაბოლქვზე ავტომობილების მძღოლების დაჯარიმება გრძელდება-როგორია 11 დღის სტატისტიკა

ფულადი ჯარიმა ალბათ ერთადერთი გამოსავალია, რათა ეკოლოგიური პრობლემა, ცოტათი მაინც შემსუფუქდეს. სასწავლო წლის დაწყება ავტომატურად ნიშნავს ჰაერის კიდევ უფრო მეტად დაბინძურებას.

თბილისს, რომელიც ერთ დროს ყველაზე მწვანე ქალაქად ითვლებოდა, სადაც შესანიშნავი ჰაერი იყო, ბოლო წლების მანძილზე ავტომობილების მატებასთან ერთად ეს შეხედულებაც შეეცვალა, ვინაიდან განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში პიკის საათის დროს სუნთქვა შეუძლებელი ხდება.

რაც შეეხება 11 დღის სტატისტიკას, რომლის შესახებაც ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს, უწყების ცნობით ამ დრომდე, ხილულ გამონაბოლქვზე სულ ჯამში 322 ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდა, მათგან: 160-თბილისში, 78-ქუთაისში, 58-ბათუმში ხოლო 26 რუსთავში.

შეგახსენებთ, რომ ხილულ გამონაბოლქვზე მონიტორინგი საქართველოს 4 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო.