12 ნომებერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის გამოფენა გაიმართება
კვირას, ხილის გამოფენა ბოტანიკური ბაღის ჩაქვის მხარეს მდებარე შესასვლელთან ახლოს, ზღვისპირა პარკში გაიმართება. გამოფენა 12 საათზე გაიხსნება და მთელის დღის განმავლობაში გაგრძელდება. ბაღში შესვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება.
ტრადიციულ ხილის გამოფენაზე წელს წარმოდგენილი იქნება ბოტანიკურ ბაღში მოყვანილი სხვადასხვა სახეობის ციტრუსი, კენკროვნები, ბაღის ფიტო-გეოგრაფიული განყოფილებების ეგზოტიკური ხილი და კაკლოვნები.
გარდა ამისა, გამოფენაზე საკუთარ კუთხეს წარმოადგენენ მუნიციპალიტეტები, სხვადასხვა კომპანიები და კერძო მეწარმეები. მათ მიერ წარმოდგენილ გამოფენა-გაყიდვაზე შესაძლებელია სხვადასხვა ხილის, ხილის ჩიფსების, თაფლის, ხილთან ერთად წარმოდგენილი ყველის, ხილის ჩაის და სხვა ნუგბარის შეძენა და დაგემოვნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მანდარინის წვენში ამოვლებული ჩურჩხელა და მისი მომზადების მასტერკლასი.
ამავე დროს, გამოფენაზე ბათუმის თოჯინების თეატრის მეთოჯინეები ხილისგან თოჯინებს დაამზადებენ.