192 ათას მოქალაქეს შესაძლოა ხელფასი გაეზარდოს-იგეგმება თუ არა ცვლილებები იანვრიდან

პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რაც ხელფასებზე მინიმალური ნიშნულის მომატებას გულისხმობს.

192 ათას მოქალაქეს შესაძლოა ხელფასი გაეზარდოს-იგეგმება თუ არა ცვლილებები იანვრიდან

როგორც პროფკავშირების საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, მინიმალური ხელფასის ნიშნულის დაწესება 192 ათას დაქირავებით დასაქმებულის მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში საშუალო ხელფასმა 1591.8 ლარი შეადგინა. შესაბამისად, პროფკავშირის ინიციატივის თანახმად მინიმალური ხელფასი ქვეყანაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულისთვის თვეში 636 ლარი, ხოლო არასრულ განაკვეთზე დასაქმებულისთვის საათში 3.70 ლარი უნდა იყოს.

პარლამენტმა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაავალა.