საქართველოში პირველი ხაჭაპურის საწარმო გაიხსნება
"ხაჭაპური" კერძი, რომელიც ქავეყანაში ყველაზე მეტად უყვართ, როგორც ჩანს თანამედროვეობასა და ინოვაციურ პროექტებსაც მშვენივრად ერგება. მარტივად მოსამზადებელი ტრადიციული კერძისთვის სპეციალურად საწარმოს გახსნიან.
„ჩიზზზის“ უახლოეს გეგმაშია ექსპორტი. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანასთან და გაყინული აჭარული ხაჭაპური პირველად გავა ექსპორტზე.პირველ ეტაპზე პროდუქცია ისრაელში, პოლონეთში, იაპონიაში, უკრაინასა და აშშ-ში გაიგზავნება.
საწარმოში საწყის ეტაპზე სავარაუდოდ 80-100 ადამიანი დასაქმდება.
ამ ეტაპზე „ჩიზზზის” გაყინული აჭარული ხაჭაპური თბილისის მასშტაბით. ჰიპერმარკეტებში იყიდება.
ცნობისთვის, Chizzzy (ჩიზზზი) არის ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს 10 წუთში მოსამზადებელ ვაკუუმ შეფუთვაში ნახევრად შემცხვარ აჭარულ ხაჭაპურს გაყინული სახით სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ შეფუთვაში მოთავსებულია – ყველიც. ეს არის არტიზანული, უსაფუარო, ნახევრად-გამომცხვარი ქრასთი & ყველი (იმერული/სულგუნი), რომელიც ნატურალური რძისგანაა დამზადებული.