რა ღირს სწავლა თბილისის ძვირად ღირებულ კერძო სკოლებში
კერძო სკოლებში სწავლება, პრესტიჟული მაგრამ ძვირადღირებულია.
ბრიტანულ-ქართული აკადემია
ბრიტანულ-ქართული აკადემია 2006 წელს დაარსდა.
სწავლის ღირებულება 1-დან მე-5 კლასების ჩათვლით 5 500 დოლარს შეადგენს, მე-6 – მე-9 კლასებში – 7 500 დოლარი, მე-9 და მე-10 კლასებში- 9 500 დოლარი, ხოლო დამამთავრებელ კლასებში სწავლის ღირებულება 10 500 დოლარს შეადგენს.
ნიუტონის თავისუფალი სკოლა
ნიუტონის თავისუფალი სკოლა დაარსდა 2013 წელს. ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება განკუთვნილია 1-დან 12- კლასის მოსწავლეებისთვის.
სკოლის მიზანია მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითაროს დამოუკიდებლად და კრიტიკულად აზროვნების უნარი.
სწავლის საფასური 9 000 ლარს შეადგენს.
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს დაარსდა. აკადემიის დამაარსებლები არიან ქართველი ბიზნესმენი, გივი ზალდასტანიშვილი, ამერიკელი პედაგოგი, დონალდ თომასი და ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი. აკადემია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით (დაახლოებით 2 მლნ. დოლარი) და სამეურვეო საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა
სწავლის საფასური 2023-2024 სასწავლო წლისთვის:
VIII კლასი – 15 000 ლარი
IX-XII კლასები – 26 500 ლარი
ბაქსვუდის სკოლა
ბაქსვუდის სკოლის სასწავლო დღე 9:30 საათიდან 17:00 საათამდე გრძელდება და მოიცავს როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე, კვების შესვენებებს, გახანგრძლივებულ პროგრამასა და დამატებით აქტივობებს.
სწავლის ღირებულება – წელიწადში 15 000 ლარი