ქავთარაძის ქუჩის სახეცვლილება – სამშენებლო ბუმი საბურთალოზე
ქალაქის ცენტრალურ უბნებს შორის, მშენებარე ბინებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა საბურთალოზე.
ქალაქის ცენტრალურ უბნებს შორის, მშენებარე ბინებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა საბურთალოზე. ქავთარაძის ქუჩა ერთ-ერთი მათგანია, სადაც მუდმივად ხალხმრავლობაა არსებული კლინიკისა, სავაჭრო ცენტრისა თუ საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტების გამო. თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული ქუჩა, სატრანსპორტო კოლაფსს უკვე მოცული აქვს. საათები გიწევს დააღწიო არსებულ საცობს თავი, საპარკინგე ადგილებიც მუდმივად პრობლემაა.
პეტრე ქავთარაძის ქუჩა – ვაკის რაიონში, ვლადიმერ ჯიქიას ქუჩიდან, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირამდე. ის ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის გაგრძელებაა. ქუჩას პეტრე ქავთარაძის სახელი XX საუკუნის 70-იან წლებში დაერქვა.
ქავთარაძის მიმდებარე ტერიტორია ძირითადად დაკომპლექტებულია 4-5-8-9 სართულიანი კორპუსებით (4-5 სართულიანები – ულიფტო, სანაგვე მილის გარეშე, აშენებულია 60-იან წლებში. 8-9 სართულიანები – ლიფტით აღჭურვილი, სანაგვე მილით, აშენებულია ძირითადად 70-იან წლებში). ქუჩის მიმდებარე კვარტალურ განაშენიანებაში ე. წ. „ხრუშჩოვკებში“, თითქმის ყველა კორპუსზე ჩატარებულია 80-90-იან წლებში გაბატონებული მიშენება-დაშენებითი სამუშაოები, რომელიც თავის დროზე გაკეთდა ქაოტურად, არაკვალიფიციურად, ყოველგვარი არქიტექტურულ-გეგმარებითი გადაწყვეტების გარეშე და დღესდღეობით ამ სათავსების 70% ან დაუსრულებელია (შეუმინავი და ამოუშენებელი) ან საცხოვრებლად უვარგისი, ეს მიდგომა საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურებოდა – როგორც ჩანს არ გაამართლა.
თუმცა ახალი პროექტები არ აყოვნებს და ქავთარაძის ქუჩის ახალ იერსახეს თუ შევხედავთ, დავრწმუნდებით რამდენი ახალი შენობა გაჩნდა დასახლებაში და რამდენი ახალი მშენებლობა იგეგმება მომავალში. ქავთარაძის ცენტრალური ნაწილი დეველოპერებს უკვე ათვისებული აქვთ.
გადავხედოთ ქუჩის მხოლოდ 20-დან 23 ნომრამდე რამდენი ახალი შენობა გვხვდება და რა ურბანულ გარემოში მოუწევთ აქ ბინის მყიდველებს ცხოვრება? ემუქრება თუ არა ქავთარაძის ქუჩას უარესი სატრანსპორტო კოლაფსი? – ამას სულ მალე, ახალი „ცათამბჯენების“ აშენების შემდეგ ვნახავთ, თუმცა Kalaki.ge ამ ეტაპზე, მიმდინარე და დასრულებული კომპლექსების შესახებ მოგითხრობთ.
ქავთარაძის N20ა-ში ორ, 25-სართულიან შენობას, სამშენებლო კომპანია „მერტოპოლი“ აშენებს. „Metropol Kavtaradze”-ში წარმოდგენილი აპარტამენტების რაოდენობა 534-ია. ტერიტორიის საერთო ფართობი – 16 490 კვ.მ-ს შეადგენს. პროექტში გათვალისწინებულია 5-დონიანი მიწისქვეშა პარკინგი, კეთილმოწყობილი ეზო საბავშვო და სპორტული მოედნით, სავარჯიშო დარბაზი, საბავშვო ბაღი, დასასვენებელი პავილიონები, მინიატურული შადრევნები. კომპლექსში ბინების ფართები 51,6–187 კვადრატული მეტრია. მიმდინარე პროექტი 2026 წლის ბოლოს ბარდება. კვადრატულის ღირებულება კი $1 100-დან იწყება.
ქავთარაძის N20 გ-ში სამშენებლო კომპანია „კარგად სახლი“-ს ორი შენობა უკვე დასრულებულია. ორი, 17-სართულიანი შენობა, 169 ბინისაგან შედგება. ფართები 46,5–142,9 კვადრატული მეტრია. კომლექსის ტერიტორიაზე დაგებულია სავალი გზის საფარი, ტროტუარები და საფეხმავლო ბილიკები. საცხოვრებელ კომპლექსში მოწყობილია დასასვენებელი ფართი, საბავშვო მოედანი და სპორტული სივრცე. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი 2020 წელს დასრულდა, კომპლექსში ყველა ბინა გაყიდულია.
ქავთარაძის N22 დ-ში კი სამშენებლო კომპანია „კარგად სახლი“ „თეთრ კვადრატთან“ ერთად, უკვე მშენებარე კორპუსს გვთავაზობს. 17-სართულიან კორპუსში წარმოდგენილი იქნება 137 ბინა, სხვადასხვა ტიპის კომერციული და საოფისე ფართებით. ბინები სხვადასხვა საჭიროებებზეა მორგებული: ახალი ოჯახებისთვის, გასაქირავებლად, სტუდენტებისთვის თუ დიდი ოჯახებისთვის. მათი ფართი კი 50,3–301,9 კვადრატულ მეტრს შეადგენს. რაც შეეხება კვადრადულის ღირებულებას – ის $1 265-დან იწყება.
სულ მალე N22 ა-სა და N22 ბ-ში ახალი პროექტის მშენებლობა დაიწყება, რომელსაც „დომუს დეველოპმენტი“ განახორციელებს. „დომუსი“ მშენებარე კომპლექსს, რომელიც „Domus Nea”-ს სახელით იქნება ცნობილი, 69-დან 144 კვადრატულ მეტრამდე ბინებით იქნება წარმოდგენილი. პროექტით დაგეგმილია ადგილზე განთავსდეს 1 საოფისე ფართი და 3 საცხოვრებელი კორპუსი. გეგმის მიხედვით კორპუსების სიმაღლეები 34, 29 და 14 სართული იქნება. კომპლექსში წამორგენილი ბინების კვადრატული მეტრის ფასი $1 750-დან დაიწყება.
პროექტის მიხედვით, კომპლექსის პირველი სართულის გამწვანებული სახურავი-ტერასა ერწყმის 3,000 კვ.მეტრზე გაშლილ შიდა ეზოს. პროექტის მწვანე ზონა აერთიანებს მოსასვენებელ და სათამაშო სივრცეებს, კომბინირებულ სპორტულ მოედანს, ველობილიკსა და მაცხოვრებლებს სთავაზობს მყუდრო სივრცეს ქუჩის ხმაურისა და გარემოსგან დასასვენებლად. პროექტს ასევე, 500 ავტომობილზე გათვლილი, 2-დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი ექნება.