ქავთარაძის ქუჩაზე 34, 29 და 14-სართულიანი ცათამბჯენი აშენდება

საბურთალოზე, ყოფილი "ინტურისტის" ავტოსადგომის ტერიტორიაზე, ქავთარაძის ქ.#22ა და 22ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა საკრებულომ დაამტკიცა.

ქავთარაძის ქუჩაზე 34, 29 და 14-სართულიანი ცათამბჯენი აშენდება

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ საპროექტო ტერიტორიის ორივე ნაკვეთზე ამჟამად დგას ისეთი შენობა-ნაგებობები როგორებიც არის: ჯართის მიმღები პუნქტი, სარიტუალო და ასევე ავტომანქანების პროფილაქტიკური მომსახურების და სხვა მცირე სოციალური მომსახურების ობიექტები. მათი თქმით, პროექტით გათვალისწინებულია აღნიშნული ობიექტების დემონტაჟი.