თბილისი – ქავთარაძის ქუჩა ამ წუთებში, რა კადრები ვრცელდება საბურთაალოდან სადაც გზებზე სრული კოლაფსია

დედაქალაქში თითქმის ყველა ქუჩაზე ამ დრომდე საცობებია, თბილისელები წერენ, რომ საღამოს საათებში, სამსახურებიდან დაბრუნება დიდ სირთულებებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან საცობებში დიდი დროის გატარება უწევთ.

თბილისი – ქავთარაძის ქუჩა ამ წუთებში, რა კადრები ვრცელდება საბურთაალოდან სადაც გზებზე სრული კოლაფსია

ამჯერად ვიდეო კადრები თბილისში, ქავთარაძის ქუჩიდან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს მთელ ქუჩაზე სამანქანო გზაზე დასრულებელი საცობი, სადაც ავტომობილები ნელ-ნელა გადაადგილდებიან. ვიდეო მასალას “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.~]

თითქოს ამ კადრებში ახალი არაფერია თუმცა უნდა ითქვას, რომ დედაქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე განსაკუთრებით საღამოს საათებში მოძრაობა თანდათან რთული ხდება. ზოგიერთი თბილისის არასწორ გეგმარებას აბრალებენ, თუმცა უამრავი ვერსია არსებობს, ბოლოდროს მომატებულ საცობებზე. რამდენიმე თვის წინ დედაქალაქის მერმა აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა, მისი განმარტებით, დედაქალაქის ქუჩები ვიწროა და მას ვერ გაბერავენ.

ფაქტია, რომ თბილისში საცობები თანდათან გაუსაძლისი ხდება.