საბურთალო,ვაჟა-ფშაველას #10 კატასტროფული მდგომარეობა სადარბაზოებში

თბილისის სადარბაზოებზე, უკვე არაერთი სტატუსი იწერება სოციალურ ქსელში. მოსახლეობა მის დაბინძურებაზე წუხს. საინტერესოა ვისი პასუხისმგებლობაა ან ვინ აბინძურებს მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებს?

საბურთალო,ვაჟა-ფშაველას #10  კატასტროფული მდგომარეობა სადარბაზოებში

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ საკუთარი სადარბაზოდან, ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა სადაც დაბინძურებული სადარბაზო ჩანს.

კონკრეტული შემთხვევა თბილისისთვის ახალი არაა. თითქმის ყველა კორპუსში მსგავსი პრობლემაა, განსაკუთრებით ის შენობები რომელიც არ იკეტება და უცხო პირებსაც შეუძლიათ თავისუფლად შესვლა. აქვე აღსანიშნავია, რომ მრავალსაცხოვრებლიანი კორპუსების სისუფთავეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს აქვთ და დედაქალაქის მერიისა თუ სხვა უწყებების კომპეტენცია არაა საცხოვრებლის მოწესრიგება. ყველაფერი მაინც ადამიანურ შეგნებებამდე მიდის.