ქართველი დეველოპერები საერთაშორისო ასპარეზზე
მრავალი დეველოპერული კომპანია ცდილობს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე თავის დამკვიდრებას.
მრავალი დეველოპერული კომპანია ცდილობს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე თავის დამკვიდრებას. უმრავლესობა მათგანს არაერთი საინტერესო პროექტი აქვს შექმნილი, თუმცა სულ რამდენიმეა ისეთი, რომელსაც საერთაშორისო დონის აღიარება აქვს მოპოვებული და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელია. ერთ-ერთი მათგანი ამჯერად დეველოპერული კომპანია “მეტროპოლი” აღმოჩნდა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება პროექტისთვის Metropol Oval-ისთვის მიიღო, როგორც “საუკეთესო პრემიული სასტუმრო” საქართველოში.
Luxury Lifestyle Awards-ი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო პროდუქტებსა და მომსახურებებს გამოარჩევს, მან ამ გადაწყვეტილების მთავარ ინდიკატორად, ქართული კომპანიის უნაკლო რეპუტაცია და პროფესიონალიზმი დაასახელა. წელს Luxury Lifestyle Awards-ზე მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 10 000-ზე მეტი პროდუქტი და სერვისი შეფასდა. 400 კატეგორიიდან ერთ-ერთში ჯილდო სწორედ საქართველოს, კერძოდ კი, ბათუმში მიმდინარე Metropol Oval-ის პროექტს ერგო.
აღნიშნული გამარჯვებით „მეტროპოლს“ შესაძლებლობა მიეცა, მონაწილეობა მიიღოს TOP 100-ის კონკურსში, რომელიც ასევე მსოფლიოს მასშტაბით იმართება. ქართულ დეველოპერულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, მსოფლიოს 100 პროექტს შორის კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვოს.
რაც შეეხება საერთაშორისო დონის აღიარებულ პროექტს – Metropol Oval-ი, მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს სასტუმრო ქსელთან Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით ხორციელდება. სწორედ საერთაშორისო ფრანგულ ბრენდთან პარტნიორობის ფარგლებში Metropol Oval-ში განთავსდება 5*-იანი სასტუმროების ქსელი – Royal Tulip.
პროექტი ბათუმის შუაგულში, ტურისტულად ყველაზე მიმზიდველ ადგილას, გმირთა ხეივანზე, ჟიული შარტავას გამზირზე მდებარეობს და მისი საინვესტიციო ღირებულება 130 მილიონ ლარზე მეტია.
კომპლექსში განთავსებულია: საინვესტიციო აპარტამენტები, 100-ნომრიანი სასტუმრო, სპა და ფიტნეს ცენტრი, ლაუნჯ-ზონები, ღია საცურაო აუზი, რესტორანი, ღვინის ბიბლიოთეკა და კინოთეატრი.
34-სართულიან შენობის ექსტერიერს ექნება თანამედროვე დიზაინი. ფასადებს კი მომრგვალებული ხაზები, რომლებიც გაიმეორებს ოვალის ფორმას. პროექტში არსებული ბინები წარმოდგენილი იქნება ღია შუშის აივნებითა და პანორამული ფანჯრებით, შენობის ნაწილი კი დაფარული ვიტრაჟებით, რომლის გლუვ ხაზებს ხაზს გაუსვამს არქიტექტურული განათება.
Metropol Oval-ში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფართისა და განლაგების რეზიდენციების ფართო არჩევანი. კომპლექსში მყიდველს შესაძლებლობა ექნება 1 ოთახიანი ბინები და სტუდიები 30,5-დან 72,7 კვ.მ-მდე შეიძინონ. მათ ექნებათ როგორც კლასიკური დაგეგმარების გადაწყვეტილებები სწორი ფორმის ოთახებით, ასევე არასტანდარტული განლაგება დახრილი კუთხეებით. პროექტში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართი ჯამში 523 ბინას მოიცავს. ამ ეტაპზე 1 კვ.მ-ის ფასი კი $1 950-დან იწყება.
დეველოპერული კომპანია “მეტროპოლი” ქვეყნის მასშტაბით, ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში შენდება ორი საცხოვრებელი კომპლექსი – „მეტროპოლ ბაგები“ და „მეტროპოლ ქავთარაძე“, ხოლო ბათუმში – „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“.
გარდა ამისა, ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელი“-ს მშენებლობა, რომელიც პანორამული ხედებით წარმოდგენილი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი იქნება.
„მეტროპოლის“ ახალი პროექტი – „პარალელი“, ზღვისპირა ქალაქში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა 19-23-ში იქნება წარმოდგენილი. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა: გმირთა ხეივანი, მოცეკვავე შადრევნები და იუსტიციის სახლი.
როგორც კომპანიაში ამბობენ, სანაპიროდან ნახევარ კილომეტრში მდებარე პროექტის „პარალელი“-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იქნება შთამბეჭდავი პანორამული ხედი ზღვაზე, სტადიონზე და დიდებულ მთებზე, რომელიც ბინების ფანჯრებიდან და აივნებიდან გადაიშლება.
2 შენობისაგან შემდგარი 35-სართულიანი შენობა A და B ბლოკს მოიცავს რომლების დასრულებაც 2027 წლის ბოლოს იგეგმება. პროექტის მიხედვით, A ბლოკში ბინების რაოდენობა 270-ს, ხოლო B-ში 204-ს შეადგენს. მათ შორის, 32-დან 184 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინები იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, პროექტი თითოეულ ბლოკში 7 “პენტჰაუსს” ითვალისწინებს. 1 კვ.მ-ის ფასი კი $1 136-დან იწყება.