აღმაშენებლის გამზირზე კაფე-ბარების გარე სივრცეების დემონტაჟი დაიწყო
ამ დროისთვის ქუჩის გარე კონსტრუქციების ნაწილი დაშლილია.
მერიამ ბარის მეპატრონეებს გარე კონსტრუქციების დასაშლელად ერთ თვიანი ვადა მისცა, რომელიც ხვალ იწურება.
თბილისის მერის განმარტებით, კაფე-ბარების მფლობელებს გარე სივრცეებში უნებართვოდ აქვთ გამოტანილი მაგიდები და სკამები, რაც ხელს უშლის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძროების გადაადგილებას, ამასთან, ქვეითებსაც ეზღუდებათ გადაადგილების არეალი და “ვიზუალურადაც ძალიან მძიმე სანახავია”.
კალაძის განცხადებით, ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად ქუჩის ორივე მხარეს უნდა შემცირდეს ღია კაფეების მოცულობა.